📌 2026 წლის 12 თებერვალს, BMO პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, ბიზნეს საქართველომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განახორციელა”ტრენერთა ტრენინგი”, სახელად: ტვირთის უსაფრთხოების საფუძვლები: კვალიფიციური პირი ტვირთამწე და დამჭერი მოწყობილობების შემოაწმება.
📌 ტრენინგი ჩატარდა BAUVERBÄNDE NRW e. V.-სა და ბიზნეს გაერთიანება ააიპ „ბიზნეს საქართველო”-ს შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში. კურსს გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის მაღალკვალიფიციური ექსპერტი უძღვებოდა.
📌 პრაქტიკული კურსის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების მოქმედმა სპეციალისტებმა სიღრმისეული ცოდნა შეიძინეს ტვირთამწე და დამჭერი მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის, ინსპექტირებისა და შესაბამისი სტანდარტების სფეროში.
ტრენინგმა მოიცვა:
🏗️ ტვირთამწე მოწყობილობების კატეგორიები და სპეციფიკა
🏗️ დამჭერი მოწყობილობების შემოწმების პრაქტიკული მეთოდები
🏗️ კვალიფიციური პირის როლი და პასუხისმგებლობები
🏗️ უსაფრთხოების სტანდარტები და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესები
📌 ტრენინგი ეფუძნებოდა თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიას, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას და პრაქტიკული უნარების სრულ ათვისებას.
📍 ბიზნეს საქართველო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას გერმანელ პარტნიორებთან შრომის უსაფრთხოების სფეროში და რეგულარულად აწყობს პროფესიული განვითარების ტრენინგებს.
📌 განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის სამშენებლო კომპანია GTC Construction • ჯითისი ქონსთრაქშენი-ს, რომლის სამშენებლო ტერიტორიაზეც გაიმართა პრაქტიკული სამუშაო ტრენინგი.