სერვისები
ააიპ „ბიზნეს საქართველოს“ წევრებმა შესაძლოა ნებისმიერ დროს მიიღონ
უფასო მომსახურება:
- ცხელი ხაზის სატელეფონო მომსახურება შრომის კანონმდებლობასა და შრომის უსაფრთხოების სფეროში;
- ყოველკვირეული ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში კონსულტაციები, კონკრეტულ პრობლემურ თემაზე;
- სისტემატიური საინფორმაციული უზრუნველყოფა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და კანონმდებლობის თაობაზე;
- სარეკომენდაციო რჩევები შრომის უსაფრთხოების სფეროში ტიპური შემთხვევების თაობაზე;
- წევრთა ინტერესების ლობირება მესამე პირების წინაშე;
- მოკლეხნიანი თემატური, პირდაპირი და ინლაინ ფორმატის სემინარებში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
ფასდაკლებებით მიღებადი მომსახურება:
- სწავლებებსა და ტრენინგებში მონაწილეობა ადგილობრივი და უცხოური ტრენერების ჩართულობით;
- აუდიტების ჩატარება შრომის უსაფრთხოების, შრომის კანონმდებლობის, გარემოსდაცვითი, გენდერატული მდგომარეობის, საწარმოთა სოციალური პოლიტიკისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმმგებლბის პოლიტიკის სფეროში;
- საერთაშორისო ფორუმებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღება;
- წარმომადგენლობა საერთო სასამართლოში სახელშეკრულებო და შრომით დავებზე;