პროექტი დაფინანსებული იყო გერმანიის თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ;
პროექტის მონაცემების მოკლე მიმოხილვა:
პროექტის სათაური: “გაუმჯობესებული ჩარჩო პირობები უსაფრთხო და ჯანსაღი მუშაობისთვის”
პროექტი მიმდინარეობის ხანგრძლივობა: 01.09.2021 — 30.06.2022
პროექტის ბენეფიციარი: წევრობაზე დაფუძნებული არაკომერციული არამომგებიანი იურიდიული პირი „ბიზნეს საქართველო“, რომელიც ფუნქციონირებს 2020 წლიდან და მუშაობს შრომისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში;
მიზანი: ააიპ „ბიზნეს საქართველოს ასოციაცია“ (BusG) საშუალებას აძლევს თავის წევრ კომპანიებს გააუმჯობესონ უსაფრთხო და ჯანსაღი მუშაობის ზოგადი პირობები სპეციალისტების ტრენინგების, საკონსულტაციო სერვისების, პოლიტიკური დიალოგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გზით.
მიღწეული შედეგებია:
შედეგი 1 BusG-მ შემუშავებულია კომპანიებიდან მოთხოვნაზე ორიენტირებული შემდეგი სერვისები:
ა) შრომის კანონმდებლობის საკითხებზე კომპანიების საჭიროებიდან გამომდინარე ოპერატიული მომსახურების მიღების უზრუნველყოფა როგორც ონალინ ასევე, ექსპერტების პირდაპირი ჩართულობის უზრუნველყოფით;
ბ) კომპანიებში ახლად მიღებულ თანამშრომლებისათვის პირველადი ინსტრუქტაჟების მოდულების ამოქმედება,რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს უბედური შემთხევვების ფაქტებს;
გ) შემუშავებულია კონცეფცია უბედური შემთხვევების ანალიზისა და მათი სხვა კომპანიებში მაქსიმალური თავიდან აცლების მიზნით, რისთვისაც შეიქმნება ელექრონული პორტალი უბედური შემთხვევების ანალიტიკური ხასიათის ინფორმაციის საჯარო გამოყენებისთვის;
მეორე შედეგად შემუშავებულია სარეკომენდაციო მიდგომები შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, რაშიც მოიაზრება აჭარის რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე შრომითი ნორმების განვითარება პრაქტიკაში;
აღნიშნულის ფარგლებში შესაძლებელია შრომის უსაფრთხოების საწარმოო პოლიტიკაზე დადებით გავლენის განხორციელება და ერთიანი პრაქტიკის განვითარება, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება, ასევე ერთობლივი წინადადებების წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
მეორე შედეგის ფარგლებში განსაზღვრული კონკრეტული სამოქმედო რკომენდაციები:
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა კვალიფიკაციის დონის დახვეწისათვის;
- საკანონმდებლობა ზედამხედველობის სისტემის სრულყოფის მიზნით;
- სახელმწიფო საკონსულტაციო მექანიზმების განვითარებაზე;
- მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციათა მაქსიმალურ გამიჯვნაზე;
- შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასების სისტემურ მიდგომებზე;