ააიპ „ბიზნეს საქართველოს“, ააიპ „თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრისა“ და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის თანამშრომლობით, 2023 წლის 24 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა „სამეცნიერო კონფერენცია შრომის სამართალში“. კონფერენციაში მონაწილოებას იღებდნენ სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სუბიექტების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები, აგრეთვე გაიმართა დისკუსია. კონფერენეციის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები.