📝 ააიპ “ბიზნეს საქართველოს” მიერ 2023 წლის 1 ნოემბერს გაიმართა კომპანიების და საქართველოში არსებული კოლეჯების იურისტებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
📝 სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განხილულ იქნა შრომის კოდექსით დარეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებული პრობლემატიკები, ისეთი როგორიცაა ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური მუშაობა და მისი ანაზღაურების ოდენობა, საშვებულებო პირობების განსაზღვრა, შრომითი მიგრაციის ნორმები, შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები, კოლექტიური შრომითი ურთიერთობების სიახლეები, დასაქმებულებთან შრომითი დავების გადაჭრის საკითხები და სხვა მრავალი საკითხი.
📈 ააიპ “ბიზნეს საქართველოს” მთავარი მიზანია შრომის საკანონმდებლო ნორმების ერთგვაროვნული მიდგომებისა და პრაქტიკაში არსებული საკითხების მარტივად დარეგულირება შრომის ბაზარზე არსებული კომპანიების ჩართულობის შედეგად

Would you like to share your thoughts?

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *