ჩვენ შესახებ
ვინ ვართ ჩვენ?
ააიპ „ბიზნეს საქართველო“ არის წევრობაზე დაფუძნებული არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობს ბიზნესსექტორის მხარდაჭერის მიზნით. „ბიზნეს საქართველო“ ეფუძნება თავისი წევრების ხედვებსა და მოსაზრებებს, ხელმძღვანელობს ბაზარზე თანაბარკონკურენციის, კეთილსინდისირების, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და სამართლიანობის პრინციპებით. „ბიზნეს საქართველოს“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბიზნესსექტორის უფლებებისა და ინტერესების დაცვა შრომითი, სოციალური და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში.
ისტორია:
ააიპ „ბიზნეს საქართველო“ დაფუძნდა 2020 წელს შრომითი და გარემოსდაცვითი სფეროების ექსპერტების მიერ. ორგანიზაციის შექმნის წინაპირობას წარმოადგენდა საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბაზრის მკაცრი რეგულირების მზარდი ტენდენციები და სამეწარმეო სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები, რომლებიც მუდმივი და ორგანიზებული სახის ერთიანი ძალისხმევით რეაგირებას საჭიროებდა. შესაბამისად, დაარსებიდან დღემდე, „ბიზნეს საქართველო“ ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად აქტიურადაა ჩართული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაში. ორგანიზაციას ჩატარებულია აქვს არაერთი სასწავლო-სამეცნიერო აქტივობა, ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებს, მუდმივად ეწევა ჩვენი წევრების საკონსულტაციო-სარეკომენდაციო დახმარებას და გააჩნია სტრატეგიული ხედვები ბიზნესსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრები და პარტნიორები არიან საქართველოში მოქმედი მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ასევე აქვს მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები. ორგანიზაციას თბილისსა და ბათუმში აქვს საკუთარი წარმომადგენლობები.
მისია:
ბაზარზე ძლიერ და ანგარიშგასაწევ სუბიექტად ჩამოყალიბება სამეწარმეო ინტერესების ამსახველი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისათვის.
მიზანი:
საზოგადოებრივი, საერთაშორისო პარტნიორებისა და სამეწარმეო სექტორის მხარდაჭერით თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვა, ბიზნესსექტორის განვითარების ხელშეწყობა და მათი ინტერესების დაცვა;
ღირებულებები:
ორგანიზაციის ღირებულებები ეფუძნება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვას, რაც გულისხმობს:
• სამეწარმეო სფეროში კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპების ერთგულებას;
• ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებას;
• საქმიანობისას დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით თანასწორობის პრინციპების დაცვას;
• ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის უზრუნველყოფას;
• თანაბარკონკურენტუნარიანი გარემოს ხელშეწყობას;
• სამეწარმეო სექტორში სოციალური პასუხუმგებლობის პოლიტიკის დანერგვა/განვითარებას;
სტრატეგიული ხედვა:
• ბიზნესინტერესების ლობირება/ადვოკატირება სამთავრობო, არასამათავრობო და საერთაშორისო დონეზე;
• წევრ კომპანიებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება და შრომის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა/განვითარება, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის სრულყოფა;
• სამეწარმეო სუბიექტებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით, განსაკუთრებით შრომის უსაფრთხოების, დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოსდაცვით სფეროში;
• უცხოურ ბაზრებზე წვდომის გაძლიერება პარტნიორული ინტერესების გაფართოებისათვის;
• წევრებისთვის საკონსულტაციო/საკოორდინაციო ქსელის შექმნა, ბიზნესის ინტერესების დაცვის მიზნით ბაზარზე მიმდინარე მოვლენების დაკვირვება და კვლევითი/ანალიტიკური საქმიანობის წარმოება;
• ბიზნეს და შრომითი მედიაციის ინსტიტუტის ჩამოყალიბებისათვის თვითრეგულირებადი, მაღალეფექტური პოლიტიკის განსაზღვრა და მისი იმპლემენტაცია;
• სამართლებრივი, საგადახადო კონსულტაციებისა და წევრთა ინტერესების შესაბამისი სერვისების მიწოდება;
• ბიზნესის საჭიროებებისათვის სასწავლო-საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარება;
• თანაბარი კონკურენტული პირობების შექმნისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ მექანიზმების შემუშავება;
• საექსპერტო და სააუდიტო საქმიანობით ბიზნესსუბიექტებისთვის მომსახურების გაწევა;