ააიპ „ბიზნეს საქართველოს“, ააიპ „თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრისა“ და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის კოლაბორაციით 2023 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა რიგით მეორე კონფერენცია: „სოციალური პარტნიორობა შრომის სამართალში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სუბიექტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს საკონფერენციო მასალები და გაიმართა დისკუსია წარმოდგენილ თემებზე. კონფერენციის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები.